თბილისის სახელოსნო

სახლის დალაგება / saxlis dalageba

სახლის დასუფთავება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან თითოეული ოთახი, სპეციფიკურ დალაგებას. ყველაფერი სახლის დასუფთავებისა და დალაგების სხვადასხვა მეთოდების შესახებ იხილეთ ქვემოთ, სადაც გაეცნობით თუ როგორ უნდა დაალაგოთ მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი და აბაზანა. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ ნაკლები დრო დახარჯოთ დალაგებაზე და უფრო მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც გიყვართ.

მისაღები ოთახის დალაგება

ადამიანთა უმეტესობა დროის უმეტეს ნაწილს სწორედ მისაღებ, სასტუმრო ოთახში ატარებს. ამიტომაც, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ოთახები ადვილად ხდება ბინძური, მტვრით ივსება და ხდება დასალაგებელი. მისაღებ ოთახებში აუციელებელია მტვრის გადაწმენდა, ყავის მაგიდის და ხის სხვა ავეჯის სათანადოდ გაწმენდა. შუშის ზედაპირების გაწმენდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაწმენდაც სასურველია.

ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად ამ ტიპის ოთახები იტვირთება, რეკომენდირებულია ხშირად გაწმინდოთ ავეჯი, მაგალითად მტვერსასრუტის ან სხვა სპეციალიზებული მექანისმის დახმარებით. ასევე, ხშირად პატარა ნარჩენები რჩევა დივნისა და სავარძლების კიდეებს შორის, ამიტომაც გაწმენდისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ნარჩენები ავეჯის ყველა კუთხიდან იყოს ამოღებული.

მისაღებ ოთახში, ძირითადად შემდეგი ტიპის ნივთებისა და ოთახის განუყოფელი ნაწილების დასუფთავება მოგიწევთ, მაგალითად, როგორიცაა ჟალუზები, ზღურბლი, თაროები, მანტელები, ყავის მაგიდები, სასადილო მაგიდა, სხვადასხვა ტიპის ავეჯი, სავარძლები, სკამები, იატაკი და ა.შ.

ავეჯის გაწმენდა მტვერსასრუტით.

საჭიროა ავეჯის რეგულარული გაწმენდა. ეცადეთ ავეჯი მუდამ სუფთად გქონდეთ შენახული მტვერსასრუტის დახმარებით. ავეჯის გაწმენდა უნდა შესრულდეს დაახლოებით ყოველ კვირა მაინც, და ალბათ ყოველკვირეულადაც, ეს დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, თუ რამდენად ხშირად იყენებთ თქვენს ავეჯს. როდესაც დაიწყებთ ავეჯის გაწმენდა, გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

  • ზუსტად დაიცავით ავეჯის მწარმოებლის მითითებები, რომელიც ავეჯს შეძენისას მოჰყვა, რადგან ზოგიერთი ავეჯი მგრძნობიარე ქსოვილისგან არის დამზადებული და შესაძლოა ქიმიური ნივთიერების მასზე დატანით (გაწმენდისა და დეზინფექციის მიზნით) ქსოვილი დააზიანოთ.
  • ავეჯის დასუფთავების მტევრსასრუტი უმჯობესია დადოთ ქსოვილზე და შემდგომ ნელ-ნელა გადახვიდეთ მის სხვა ნაწილებზეც, განსაკუთრებული სიფრთხილით კი ავეჯის კიდეები გაასუფთავეთ.
  • ამგვარი გაწმენდის შემდეგ, ოდნავ სველი (შესაძლოა ნესტიანი) ქსოვილით გადაწმინდეთ ავეჯი, რათა მოაშოროთ მტვერი, რომელიც შესაძლოა მტვერსასრუტის გამოყენებამაც გამოიწვიოს.

სამზარეულოს დალაგება

ნებისმიერი სახლის მზარეულმა თუ დიასახლისმა, განსაკუთრებით კი მრავალშვილიანმა ოჯახმა იცის, რომ სამზარეულო ყველაზე უფრო სწრაფად ბინძურდება, ვიდრე სახლის სხვა დანრჩენი ოთახები. ერთი დიდი კერძის მომზადება ხშირად ნიშნავს დასუფთავების დიდ ღამეს თქვენი შრომისმოყვარეობის ნაყოფის მიღების შემდეგ. სამზარეულო კი ის ადგილია, სადაც მუდმივად რაღაც მზადდება და რომელიც აუცილებლად დასუფთავებული უნდა იყოს მტვრის, ჭუჭკის და სხვა სახის სიბინძურისგან.

სამზარეულოში ძირითადად დასალაგებელია სხვადასხვა მოწყობილობის ზედაპირები, მაცივარი, ღუმელი, გაზის ან/და ღუმელის კონტროლის ღილაკები, მიკროტალღური, ჭურჭლის კარადა, კარადის და უჯრის სახელურები, მაგიდა, სკამები, იატაკი, ნიჟარა და სხვა. ქვემოთ იხილეთ სამზარეულოს დასუფთავების რამდენიმე რჩევა.

მაცივრის გასუფთავება.

სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახლავთ - მაცივარი, რომელიც მუდმივად უნდა იწმინდებოდეს, არასასიამოვნო სუნის, ყინულისა და სხვა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. უპირველეს ყოვლისა, გამორთეთ მაცივარი, დააცარიელეთ პროდუქტებისგან და დააცადეთ საყინულეს, რომ მასში არსებული ყინული გალღვეს.

შემდეგ, მოიმარჯვეთ ღრუბელი, რომელსაც გააჯერერებთ სოდაში და ასევე რეკომენდირებულია ვანილინის ექსტრაქტის მცირე ოდენობით დამატება, რაც მაცივარს სათანადოდ გაწმენდასთან ერთად, სასიამოვნო სურნელსაც დაუტოვებს. არასასიამოვნო სუნის გასაქრობად, ასევე შეგიძლიათ სოდის ყუთი დადგათ მაცივრის თაროზე, რომლის სახურავიც ღია იქნება, ამ გზით დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სოდა იმოქმედებს და არ დაუშვებს არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას თქვენს მაცივარში. გაწმინდეთ თქვენი მაცივრის კარები ქსოვილით, ან/და მსუბუქი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. ფოლადის კარები კი უნდა გაიწმინდოს კომერციული უჟანგავი ფოლადის სპრეით.

წელიწადში ორჯერ მაინც გამოიყენეთ მტვერსასრუტის გრძელ-სახლურიანი დამუშავებული ფუნჯი, რათა გაწმინდოთ მტვერი და ჭუჭყი მაცივრის კუთხეებში (არ დაგავიწყდეთ მაცივრის გამორთვა დასუფთავებისას!). საჭიროა იცოდეთ, რომ შეიტყო, მაცივრის რეგულარული გაწმენდით მტვრისგან შეიძლება თქვენი მაცივრის ეფექტურობის გაზრდა დაახლოებით 3-5%-ით.

საძინებლის დალაგება

სუფთა საძინებელი დაგეხმარებათ დღის სწორად დაწყებაში. სუფთა და კომფორტული საძინებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად მშვიდი ძილის მისაღწევად და საერთო კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის. საძინებლის დასუფთავების ეს რჩევები (იხ. ქვემოთ) დაგეხმარებათ თქვენი საძინებელი რაც შეიძლება სისუფთა დახადოთ.

საძინებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მატრასი, რომელიც ყოველთვის სუფთა და გაწმენდილი უნდა იყოს, რათა თავიდან აირიდოთ მვტრისგან გამოწვეული ალერგია, ან უხილავი ბაქტერიების გაჩენა. მატრასი, რაც შეიძლება ხშირად უნდა იწმინდებოდეს, რათა მისი ქსოვილებიდან ჭუჭყი, კანის უჯრედები, ნარჩენები და ბაქტერიები მოაშოროთ, განსაკუთრებით კი, თუ ალერგიული ხართ.

როგორ გავასუფთავოთ მატრასი?

  • აიღეთ საბანი, ბალიშები და თეთრეული.
  • ლეიბი გაიტანეთ გარეთ მზიან ადგილზე (თუ ეს შესაძლებელია) - რადგან, მზის სხივები (სინათლე) დაგეხმარებათ ბაქტერიების განადგურებაში.
  • გამოიყენეთ მტვერსასრუტის ვაკუუმის შლანგი ნებისმიერი შესამჩნევი ნამსხვრევების, ნარჩნეებისა და ჭუჭყის მოსაშორებლად.
  • რეკომენდირებულია საცხობი სოდის გამოყენება. მიმოაბნიეთ საცხობი სოდა თქვენს ლეიბზე და მატრასზე, დატოვეთ მინიმუმ 20 წუთი ამ მდგომარეობაში.
  • ხელახლა შემოატარეთ ვაკუუმი თქვენს ლეიბსა და მატრასზე.
  • გამოიყენეთ ნესტიანი ღრუბელი და საყოფაცხოვრებო დასუფთავების რბილი საშუალება, რომ მატრასი სათანადოდ გაწმინდოთ.
  • აცადეთ მატრასს კარგად გაშრეს და ნესტიანი არიყოს.

რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს მატრასი?

როგორც წესი, მატრასში გროვდება მტვერი, მკვდარი კანის უჯრედების ნაწილაკები, ოფლი, მტვრის ტკიპები, თმისა და საკვების ნაწილაკები, რაც თავისთავად ბაქტერიებისათვის ხელსაყრელ თავშესაფარს ქმნის. მატრასის დასუფთავება შრომატევადი საქმიანობაა და დაახლოებით წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროთ მსგავსი, ღრმა წმენდის პროცედურები.

საბნის გარეცვხა.

თეთრეულისა და ბალიშებისაგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი ყოველ კვირას ან ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გარეცხოთ, საბნის გარეცხვა უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თქვენი საბნის (მაგ: ბამბის საბნის) გარეცხვა ყოველ თვე, ან სულ მცირე წელიწადში ოთხჯერ მაინც უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ჭუჭყის და კანის უჯრედების გამრავლება.

მანამ სანამ საბნის გაწმენდას დაიწყებდეთ, გაარკვიეთ, თქვენი საბანი ბუმბულით არის დამზადებული, ბამბით თუ სინთეზური მასალებით. მას შემდეგ რაც დაადგინეთ თუ რისგან შედგება თქვენი საბანი, მოძებნეთ წარწერა, რომელიც საბანს ყოველთვის თან აქვს მიმაგრებული. ამ მცირე ინსტრუქციის მეშვეობით, თქვენ შეგეძლებათ იხელმძღვანელოთ იმ გარკვეული დასუფთავების პრაქტიკისა და სარეცხი საშუალებების შესახებ, რომელსაც თქვენი საბნის ტიპი მოითხოვს.

აბაზანის დალაგება

აბაზანა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ოთახი. ამის გამო, სისუფთავის დაცვაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთულია. გარდა იმისა, რომ აბაზანას ხშირად იყენებთ, შხაპის შემდგომი ორთქლი ქმნის სრულყოფილ ატმოსფეროს მტვერის დასაბუდებლად, ასევე გასაწმენდი ხდება ფილები საპნის ქაფისგან, სარკე ორთქსლიგან გამოწვეული ლაქებისგან და ა.შ. აბაზანაში ძირითადად დასასუფთავებელია საშხაპე, ფილები, ტუბი, უნიტაზი, სარკეები, საბაზო დაფები, ჟალუზები და თაროები.

კაბინის მინის კარისა და კედლების გაწმენდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მინის საშხაპე (ე.წ. კაბინა) და მისი კედლები, რომლებიც შხაპის მიღების შემდგომ მარტიბად ბინძურდება და შესაძლებელია ამ ნაწილმა აბაზანა სრულიად ბინძური და ნესტიანი გახდოს. მინის საშხაპის გაწმენდა არც ისე ადვილია, თუმცა არსებობს რამდნიმე მეთოდი თუ როგორ გაასუფთავოთ თქვენი საშხაპის მინის კარები და კედლები. მაგალითად:

  • დაიწყეთ საშხაპის მინაზე სპეციალური საშხაპის სპრეის დასხმით და წყლით სავსე სათლით (ან თუნდაც დუშით თუკი მიწვდება) კედლები ჩამორეცხეთ ქაფისგან.
  • რეკომენდირებულია სპრეის ბოთლში თეთრი ძმრის ჩასხმა და მისი გამოყენება აბაზანის დასასუფთავებლად.
  • თეთრი ძმრით გაჟღენთილი მინის კარები და კედლები დაახლოებით, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში დატოვეთ ამ მდგომარეობაში.
  • მოიმარჯვეთ სუფთა ღრუბელი, გაწურეთ საცხობი სოდიან წყალში და გაწმინდეთ საშხაპის მინის კედლები და კარი. როგორც წესი, საცხობი სოდა მოქმედებს როგორც აბრაზივი (შლის და ჩამორეცხავს ნარჩენებისგან), ხოლო თეთრი ძმარი წყლისგან დატოვებულ ლაქებს და საპნის ქაფს აქრობს მინიდან და ასევე სარკიდან.
  • მას შემდეგ რაც მინა გაიწმინდება, ჩამორეცხეთ იგი სუფთა წყლით.
  • რეკომენდირებულია, მინის გაწმენდა მიკროფიბერის ქსოვილით.

სხვა სერვისები

სახლის დალაგება / saxlis dalageba

სახლის დალაგება სახლის დასუფთავება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან თითოეული ოთახი, სპეციფიკურ დალაგებას. ყველაფერი სახლის დასუფთავებისა და დალაგების სხვადასხვა მეთოდების შესახებ იხილეთ ქვემოთ, სადაც გაეცნობით თუ როგორ უნდა დაალაგოთ მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი და აბაზანა. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ ნაკლები დრო დახარჯოთ დალაგებაზე და უფრო მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც გიყვართ. მისაღები ოთახის დალაგება ადამიანთა

სრულად

პერფორატორით დანგრევა – კედლის დემონტაჟი ნარჩენების გატანა / perforatorit dangreva - kedlis demontaji narchenebis gatana

პერფორატორით დანგრევა სამშენებლო პერფორატორი ეს არის ბურღი, იგივე დრელი, რომელშიც ძირითად დარტყმით მოქმედებას ახორციელებს უკუქცევით - წინსვლითი მექანიზმი. პერფორატორის გამოყნებით შესაძლებელია სხვადასხვა ნგრევითი სამუშაოების შესრულება, მათ შორის სინკარის, ბეტონის, ბლოკის, სტიაშკის აყრა, აგურის, კაფელ მეტლახის აყრა, კარ ფანჯრის დემონტაჟი, კაბელ კანალის შტრაბების ამოჭრა, და კიდევ სხვა. რა არის დემონტაჟი? დემონტაჟი

სრულად

ლამინატის დაგება / laminatis dageba

ლამინატის დაგება, დაგეგმვა და მომზადება ზოგადად, ლამინატს აგებენ როგორც კერძო სახლებში, ბინებში, ოფისებსა თუ სხვადასხვა დაწესებულებებში. ლამინატის უპირატესობებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ მისი დაგების სიმარტივეა, თუმცა თუ გსურთ ლამინატის დაგება თქვენს ბინასა თუ სახლში, მნიშვნელოვანია იცოდეთ გარკვეული წესები, მოსალოდნელი ზიანისა თუ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. დაგების სიმარტივიდან გამომდინარე, მაინც რეკომენდირებულია ეს საქმე პროფესიონალს მიანდოთ და ხელოსანმა თავად დააგგოს ლამინატი. გაითვალისწინეთ,

სრულად

ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანი / franguli gasachimi cheris xelosani

თანამედროვე გასაჭიმი ჭერი წარმოადგენს ე.წ. “ჩამოვარდნილ” ჭერის სისტემას, რომელიც შედგება PVC თხელი ფენის ან არა-PVC (პოლიესტერი) ქსოვილისგან, რომელიც გადაჭიმულია და იჭრება სპეციალურ პლასტმასის ან ალუმინის ნაწილად, რომელიც დამონტაჟებულია პირველად (სტრუქტურული) ჭერზე ან კედლებზე. დღესდღეობით სამშენებლო მასალების ბაზარი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ჭერის მასალის ვარიანტს და იმის გარკვევა, რომელი ჯობია არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შევაგროვოთ პროფესიონალური ინტერიერის დიზაინერების ყველა რჩევა ფრანგული გასაჭიმი ჭერის შესახებ, რომლებმაც უკეთ იციდა ან ამ ტიპის ჭერის ყოველდღიური მუშაობისა და პრაქტიკის უპირატესობა და ნაკლი. როგორ დავაყენოთ გასაჭიმი ჭერი ჩვენ

სრულად

ქვის, მოზაიკის დაგება მოპირკეთება / qvis, mozaikis dageba mopirketeba

ქვის მოპირკეთება, მოზაიკის დაგება ზოგადი მიმოხილვა ქვის, მოზაიკის დაგების/მოპირკეთების წარმატება არ არის მხოლოდ ესთეტიკური ისერსახის მიცემა ინტერიერისთვის ან/და ექსტერიერისთვის, ეს დიდწილად დამოკიდებულია დაგების მეთოდისა და თავად ქვის, მოზაიკის ხარისხზე. სანამ შეუკვეთებთ ქვას, მიმართეთ პროფესიონალებს, ხელოსანს და მიიღეთ რჩევები თუ რომელი მასალა უკეთ დაიგება თქვენს სახლში, ბინაში, ეზოსა თუ შიდა ოთახებში. ამასთან, აუცილებელია გაეცნოთ მწარმოებლის რჩევებს და პროფესიონალი ინსტალატორების რეკომენდაციებს. პროფესიონალური და გამოცდილი გუნდის ჩართვა ქვის დაგებისთვის ნიშნავს განსხვავებას საშუალო და შთამბეჭდავ შედეგს შორის. ნებისმიერი

სრულად

ფანჯრების მოხსნა დემონტაჟი / fanjrebis moxsna demontaji

ფანჯრის შეცვლა, ფანრჯის დემონტაჟი უნდა შეცვალოთ თუ არა სახლში არსებული ყველა ფანჯარა ერთდროულად? როდესაც საქმე სახლის გაუმჯობესებას ეხება, თქვენ არ შეგიძლიათ მხოლოდ სამზარეულოს ნახევარი გადააკეთოთ, ან რომელიმე ოთახის ნახევარი დაასრულოთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, როდესაც ფანჯრებს ეხება საქმე, დარმწუნდით რომ ნამდვილად ყველა ოთახს ესაჭიროება ფანრჯრის შეცვლა. შემცვლელი ფანჯრები შეგიძლიათ დაყოთ ეტაპებად და შეცვალოთ მხოლოდ რამდენიმე ფანჯარა. ხშირად, ადამიანებს აქვთ მხოლოდ ერთი ფანჯარა, რომელიც უქმნის მათ პრობლემას, ან არ აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ მთელი პროექტი ერთდროულად. ისინი იხდიან იმას, რისი საშუალებაც აქვთ და დანარჩენს მოგვიანებით აკეთებენ. მაგრამ

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22