თბილისის სახელოსნო

პერფორატორით დანგრევა – დემონტაჟი ნარჩენების გატანა / perforatorit dangreva - demontaji narchenebis gatana

პერფორატორით დანგრევა

სამშენებლო პერფორატორი ეს არის ბურღი, იგივე დრელი, რომელშიც ძირითად დარტყმით მოქმედებას ახორციელებს უკუქცევით - წინსვლითი მექანიზმი. პერფორატორის გამოყნებით შესაძლებელია სხვადასხვა ნგრევითი სამუშაოების შესრულება, მათ შორის სინკარის, ბეტონის, ბლოკის, სტიაშკის აყრა, აგურის, კაფელ მეტლახის აყრა, კარ ფანჯრის დემონტაჟი, კაბელ კანალის შტრაბების ამოჭრა, და კიდევ სხვა.

რა არის დემონტაჟი?

დემონტაჟი არის კომპონენტების ამოღების პროცესი, მათი მონტაჟის ადგილიდან შემდგომი დაშლის მიზნით მის შემადგენელ ნაწილებში ან გაუმჯობესების მიზნით (იგულისხმება რემონტი ან მოდერნიზაცია) დაშლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად, კარების დემონტაჟი ნიშნავს მის მოხსნას ჩარჩოდან სახრახნისებისა და მისი სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების ამოღების პროცესს.

კარების დემონტაჟი

როგორც წესი, კარების დემონტაჟი ხორციელდება შემდეგი ყველაზე გავრცელებული მიზეზების გამო:

– სახსარის, იგივე ანჯამის, სამაგრის, მომჭერის, საკეტებისა და სხვა შემადგენელი ნაწილების შეცვლის გამო ან კარის საკეთის, მომჭერების შეზეთვის აუცილებლობის შემთხვევაში;

– მოძველებული ან გაცვეთილი პროფილის პანელების განახლების საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

– ოთახში სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს;

– ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან/და სხვა დიდი ნივთების გადაადგილების შემთვევაში.

დემონტაჟის საწყის ეტაპზე მოამზადეთ შემდეგი მინიმალური ინსტრუმენტების ნაკრები. კარის დემონტაჟისას აუცილებელი ინსტრუმენტების სია ასე გამოიყურება:

– ხერხი (ლითონსაჭრელი ხელის ხერხი)

– თათიანი ძალაყინი იგივე ლურსმანსაძრობი (ეს არის ძალაყინი / ლურსმანსაძრობი რომელსაც ერთ მხარეს ბრტყელი ბოლოთი აქვს)

– ჩაქუჩი;

– ნაჯახი;

– სახრახნისი;

– სახრახნისების ნაკრები;

– სამშენებლო დანა;

– ბრტყელტუჩა;

– შპატელი, ფითხის დანის ნაკრები;

– ფართო ძელაკი (განსაკუთრებით მართკუთხა კვეთის).

როგორ ხდება კარების დემონტაჟი

ნებისმიერი კარების დემონტაჟი, განსაკუთრებით დაფარული კარის ანჯამიდან მომჭრების დაშლა, უნდა დაიწყოს ხელოსანმა კარის ჩარჩოს დემონტაჟიდან და კარის საპირეს, იგივე საპირე თამასის მოხსნიდან. ისინი ხელს შეუშლიან მის ამოღებას. ამის გასაკეთებლად ხელოსანი იღებს ჩაქუჩს, მისი გამოყენებით ნაზად წევს კარის თავს, იგივე პლინთუსი საყრდენის ქვეშ და ფრთხილად იღებს იგი კედლიდან, ისე რომ კარი არ დაზიანდეს.

დასაკეცი კარის დემონტაჟისთვის აუცილებელია არა მხოლოდ გვერდითი პროფილების ამოღება, არამედ მათი მიმმართველი დეტალისაც, რომელიც გახსნის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. ზოგჯერ აუცილებელია კარიდან პანელის ამოღება, რათა ახლით შეცვალოთ. ამისათვის ფრთხილად უნდა ამოიღოს ხელოსანმა ძველი პროფილი. ეს შეიძლება გაკეთდეს შემდეგნაირად: ბრტყელი სახრახნისის გამოყენებით, ხელოსანმა უნდა მოათავსოს იგი ვიწრო ღარში საკეტურ ნაწილსა და ჩარჩოს შორის; შემდეგ კი მსუბუქად მოხსნას საჭერები, და ამოიღოს პანელი.

ფანჯრის დემონტაჟი

ამ ნაწილში იხილავთ თუ როგორ ხდება ფანჯრის ჩარჩოს დემონტაჟი, მისი მოხსნა და ახლით ჩანაცვლება. აუცილებელია ეს საქმე გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსანს მიანდოთ, რადგან მან უკეთ იცის თუ როგორ უნდა ამოიღოს ფანჯრისა და კარის ჩარჩოები, რათა შეცვალოს ის ახლით. ეს შეიძლება იყოს რთული სამუშაო, თუ სწორად არ არის შესრულებული შესაძლოა დაზიანდეს კიდეც ფანჯარა ან კარი, და თუ ფრთხილად არ ხართ, შეიძლება მიმდებარე ტერიტორიებიც კი დაზიანდეს. ამ ნაწილში ნაჩვენებია ფანჯრისა და ჩარჩოს ამოღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, მათ შორის ცენტრალური აღმართების, ძირითადი ჩარჩოების და საყრდენების მოხსნა.

კარის ჩარჩოს ამოღება მოიცავს იგივე პროცესს, რაც ფანჯრის ჩარჩოს ამოღება, ასე რომ იგივე პრინციპები გამოიყენება. თქვენი ახალი ფანჯრების ან კარების გაზომვა ცოტა სახიფათოა და მნიშვნელოვანია სწორად გაკეთდეს, შემდგომში მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. მაგალითად, შემთხვევით არასწორად რომ არ გაზომოთ და ახალი ფანჯარა რომ არ მოერგოს არსებულ ჩარჩოს, ამისათვის ეს საქმე ხელოსანს უნდა მიანდოთ.

ხელოსანი ფანჯრის დემონტაჟს იწყებს ყველა მოძრავი ნაწილის ფანჯრიდან მოხსნით. ფანჯრისა და ასევე კარის ჩარჩოების ამოღების პირველი ნაბიჯი არის მოძრავი ნაწილების ამოღება, როგორიცაა თავად კარი ან ფანჯრების გახსნის სარქველები. როგორც წესი, ეს შეიძლება გაკეთდეს მომჭერების მოხსნის გზით, მაგრამ ზოგიერთ რთულ შემთხვევაში საჭიროა მოხრილი ქანჩის და კონსისტენტური, პლასტიკური საზეთის, სქელი საპოხის გამოყენება.

ამოღებისთანავე ჩარჩოს ყველა მონაკვეთი, განსაკუთრებით შუშის შემცველი ნაწილები უნდა დაიდოს განცალკევებით. ამის შემდეგ უნდა მოიხსნას ფანრჯის ჩარჩოს ცენტრალური ნაწილი, რომ ხელოსანმა ამოიღოს ფანჯრის საგდული, ეს არის იგივე ფანჯრის ჩარჩო (ძირითადად ასაწევი ფანჯრის) ან მინის პანელები. იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან ამ დროს შუშა ადვილად იშლება. როდესაც ფანჯრის მონაკვეთებს ხერხით გაჭრის ხელოსანი, ჩაქუჩის ან საჭრეთელის გამოყენებით შუშისგან უნდა მოაშოროს ჩარჩოს მონაკვეთები. ხერხის მეშვეობით ჭრა უნდა უნდა გაკეთდეს ყველა კუთეში, ისე რომ ხის ნაწილები ერთმანეთზე არ იყოს დამაგრებული დაშლისას.

შემდეგი ნაბიჯია ფანჯრის ძირითადი ჩარჩოს და წირთხლის (ფანჯრის ან კარის ჩარჩოს გვერდითი ძელი) ამოღება. ყველა ცენტრალური ჩარჩოს მონაკვეთზე ეკვეთება ფანჯრის მთავარი ჩარჩო.

გვერდითი ძელი არის პირველი რაც იხსნება ხერხით ჭრის შედეგად, სანამ ხერხი არ მიაღწევს (მაგრამ არ შეეხება) თაბაშირს შიგნით და აგურის ან ქვის წყობას გარეთ. ხელოსანი ხერხით ჭრას აკეთებს კუთხით. მას შემდეგ, რაც ხერხით გაიჭრება ეს მონაკვეთი საჭრეთელის გამოყენებით იჭრება წირთხლის უკანა ნაწილი, რომელიც შემდგომ შიგნითაა განლაგებული. როგორც კი ბერკეტით აწევთ ხერხით დაჭრილი მონაკვეთს, ძელი აიწევა და ჩარჩოს დამალული ნაწილიც გამოჩნდება. ამის დანახვა და გაგრძელება შესაძლებელია მანამ, სანამ არ დაინახავთ წირთხლს. წირთხლი შეიძლება შიგნიდან და ირგვლივ მიიწიოს ძალის გამოყენებით, სანამ არ გათავისუფლდება.

ფანჯრის გარეთა ჩარჩოს მოხსნა. კვლავ გამოიყენება დახრილი ჭრა. და ბოლოს, ზუსტად იგივე პროცესის გამოყენებით, ხის ეს ნაწილი ამოღებული იქნება. თუ ეს ზედა სართულის ფანჯარაა, ზოგჯერ შეიძლება სირთულეებმა იჩინოს თავი. მაგალითად, ძალიან ხშირად, ფანჯრის ზემოთ, შენობის გარედან, არის სოფიტი დაფა, იგივე ჭერი, რომელიც ავსებს ღრმულს გარეთა პანელის დაფის შიგნით და კედელს შორის.

ზოგიერთი სამშენებლო ტექნიკით ფანჯრები დამონტაჟებულია და ეს სოფიტი დაფა ფაქტობრივად ფიქსირდება ფანჯრის ჩარჩოს თავზე. უბრალოდ თავზე დახევამ შეიძლება დააზიანოს სოფიტის დაფა, ასე რომ ფრთხილად უნდა მოიხნას ჩარჩო დაზიანების გარეშე. თუ სოფიტი დაფა ჩარჩოს თავზეა დაფიქსირებული, ხელოსანს მოუწევს ფოლადსაჭრელი ხერხით სოფიტის დაფასა და ჩარჩოს ზედა ნაწილს ლურსმნებისა თუ ხრახნების მოსახსნელად გამოყენება.

ამ დღეებში არსებობს ფანჯრებისა და კარების მოდელების უზარმაზარი მრავალფეროვნება, სხვადასხვა სახისა და სტილის ფანჯრები, კარები, კომპოზიტური კარები და დასაკეცი კარები, და ა.შ. კომპოზიტური კარები განსაკუთრებით შესამჩნევია ვიზუალურად, რადგან ის აერთიანებს ბუნებრივი ხის იერსახეს შესანიშნავი თერმული და უსაფრთხოების თვისებებით.

დემონტაჟი, ნარჩენების გატანა

დემონტაჟი ნარჩენების გატანა, ეს არის სერვისი რომელიც ასევე მოიცავს სხვადასხვა სამუშაოებს, როგორიცაა დანგრევა, ნაგვის გატანა, დემონტაჟი, სამშენებლო მასალის ატანა, ისევე როგორც სამშენებლო ნარჩენების გატანა. როგორც წესი დემონტაჟი, ნებისმიერი ზომისა და სისქის კედელის დანგრევა, გახვრეტა, მოდელირება, ასევე ავტომატურად გულისხმობს ნარჩენი სამშენებლო მასალის გატანასაც, თუმცა რეკომენდირებულია ეს თავდაპირველად შეათანხმოთ, მანამ სანამ მუშაობას შეუდგება მომსახურე პერსონალი, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში სერვისით მომსახურებაში არ შედის.

სხვა სერვისები

ცენტრალური გათბობის ხელოსანი, რადიატორის ხელოსანი (მონტაჟი, შეკეთება) / Centraluri gatbobiis xelosani, radiatoris xelosani (montaji, sheketeba)

ცენტრალური გათბობის ხელოსანი, რადიატორის ხელოსანი ცენტრალური გათბობის სისტემა უზრუნველყოფს სითბოს შენობის მთელ ინტერიერში ან/და შენობის კონკრეტულ ნაწილში, ერთი წერტილიდან მრავალ ოთახში. შენობაში ე.წ. კლიმატის გასაკონტროლებლად სხვა სისტემებთან ერთად, მთელი სისტემა შეიძლება იყოს HVAC, რაც გულისხმობს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიციონერის კომბინირებულ სისტემას. მიუხედავად

სრულად

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის შეკეთება / Metalo plasmasis kar fanjris sheketeba

მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის შეკეთება მეტალო პლასმასის კარ ფანჯრის დაზიანებული რეზინების შეკეთება/შეცვლა თუ ამჩნევთ რომ თქვენს მეტალო პლასმასის კარ ფანჯარას გაღებისას უცნაური ხმა აქვს, თუმცა მისი მინა და ჩარჩო დაუზიანებელია, მაშინ უნდა შეამოწმოთ რეზინის მამჭიდროებელი მასალა (ე.წ. შუასადები). ეს მოთავსებულია ფანჯრებზე, რომლებიც იხსნება და მუშაობენ შეკუმშვით და დახურვით. წლების განმავლობაში შეიძლება რეზინის მამჭიდროებელი ნაწილი უბრალოდ გაბრტყელდეს იქამდე, რომ ერთ დღესაც გამოვიდეს მწყობრიდან. რჩევა:

სრულად

მალიარი შეღებვა / maliari shegebva

პროფესიონალი და გამოცდილი მალიარი გთავაზობთ არა მხოლოდ შეღებვას, არამედ შპალერის გაკვრას, კაფელის გაკვრას, მეტლახის დაგებას, სრულ შიდა და გარე სარემონტო მომსახურებას, როგორც საკუთარი მასალებით ისე თქვენს მიერ მომარაგებული მასალებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. თუ

სრულად

სარეცხის საშრობი აივნის ჭერზე და კედელზე დასამაგრებელი / sarecxis sashrobi cherze da kedelze dasamagrebeli

ჭერზე და კედელზე დასამაგრებელი სარეცხის საშრობის უპირატესობები დასაკეცი

სრულად

ჭაღის დაკიდება / მონტაჟი / chagis dakideba montaji

როგორ დაკიდოთ სასადილო ოთახის ჭაღი სრულყოფილ სიმაღლეზე? სასადილო ოთახის ჭაღი (ან სხვა საკიდი) ტრადიციულად კიდია სასადილო მაგიდის ზევით, ცენტრზე და წარმოადგენს დიზაინის ძირითად მახასიათებელს ოთახში. ეს ნიშნავს, რომ ჭაღის სიმაღლე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ფუნქციონირებისთვის, როგორც სინათლის წყაროსთვის, არამედ მისი როლისთვის ოთახის საერთო გაფორმებაში. ეს უფრო რთულად ჟღერს, ვიდრე რეალურად არის. ჭაღის ჭაღის დაკიდების, მონტაჟის სტანდარტული სიმაღლის რეკომენდაციას ქვემოთ. ჭაღის დაკიდება – სტანდარტული სიმაღლის რეკომენდაცია საყოველთაოდ

სრულად

მეტალის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი / metalis konstruqciebis damzadeba, montaji

ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოება და მონტაჟი მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიზაინის პროცესში, ხელოსანი დაუყოვნებლივ ირჩევს ტექნოლოგიას და ითვლის შეკრების მეთოდებს, ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურის ზომები და კონფიგურაციები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება მასალის არჩევანი და გამოითვლება სამუშაოს საბოლოო ღირებულება. ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის სერვისების შეკვეთით ერთი სამშენებლო კომპანიისგან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფულს და იღებთ გარანტიას მუშაობის თითოეული ეტაპისთვის. რა არის მეტალის უპირატესობები? მეტალის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22