თბილისის სახელოსნო

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟი / Churchlis sarecxi manqanis Montaji-Sheketeba



ნებისმიერი დიასახლისისა და მარტოხელა მამაკაცის მიგნებაა ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ასეთ დამხმარესთან ერთად შეიძლება დაივიწყოთ გაურეცხავი ჭურჭლის, რეცხვაზე დახარჯული ძალებისა და დროის შესახებ. თუმცა იმისათვის, რომ დატკბეთ თანამედროვე ტექნიკის მიღწევით მნიშვნელოვანია სწორად დააყენოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის ადგილის მომზადება.

თავდაპირველად ამოიღეთ აგრეგატი ყუთიდან, დარწმუნდით, რომ მას არავითარი გარე დაზიანება, დეფექტი არ აღენიშნება. ყურადღებით შეისწავლეთ დართული ინსტრუქცია და შეერთების სქემა, არ უგულებელყოთ ასეთი ღირებული ინფორმაცია!

არ იჩქაროთ მანქანის იქ დადგმა სადაც თქვენ გსურთ - მოწყობილობა უნდა მოთავსდეს ერთ-ნახევარ მეტრში ცივი წყლის დგარისა და გადასხმის წერტილიდან. ყველანაირი ადაპტერებისა და დამაგრძელებლების გამოყენება როგორც მინიმუმ არ არის რეკომენდირებული. ასევე უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური ელექტრო როზეტი, თანაც ცალკეული და რომელიც არ არის განკუთვნილი ელექტრო ქურისთვის.

დიდი მნიშვნელობა აქვს სიმყარეს. თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა აუცილებლად 4-ვე ფეხით ურყევად უნდა იყოს მიბჯენილი იატაკზე და მკაცრად ჰორიზონტალურად კორპუსი არ უნდა იყოს დახრილი 2 გრადუსზე მეტით.

სამზარეულოს გარნიტურში ჩასაშენებელი ტექნიკისთვის მოგიწევთ ავეჯის და მანქანის შორის მანძილის გათვალისწინება, კარადის გვერდებზე ან ქვეშ შესაბამისი ხვრელების გაბურღვა წყალსადენისა და კანალიზაციის მილებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ელექტროკვების კაბელისთვისაც, მათი დიამეტრების გათვალისწინებით. არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სამზარეულოს კარადასთან მიმაგრება, ამისათვის მასზე არის სპეციალური სამაგრი.

როგორ შევაერთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

როგორც ითქვა ზემოთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის დენით სწორი კვებისთვის საჭიროა ცალკეული როზეტი. თუმცა თუ დაყენების ადგილას ასეთი არ არის, მაშინ საჭიროა ელექტროფარიდან ცალკეული სადენის გაყვანა. კაბელი უნდა იყოს სამძარღვიანი არა ნაკლებ 2 მმ კვეთით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის უზრუნველყოფილი ნამდვილი დამიწება. მნიშვნელოვანი! არავითარი ჩამიწება გაზის, წყლის ან თბომომარაგების მილებზე! თუ ეჭვი გეპარებათ თქვენს კომპეტენციაში - შეუკვეთეთ ელექტრიკოსის მომსახურება.

უშუალოდ ელექტროდაფაში უნდა დააყენოთ 16 ამპერის ავტომატური დამცავი ამომრთველი, რომელიც უზრუნველყოფს კვების გათიშვას გარკვეული დატვირთვის მიღწევის დროს. ავტომატი, რომელიც იცავს მოკლე ჩართვისგან, მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მასთან მოყვანილი სადენის კვეთასა და მანქანის სიმძლავრეს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება წყალსადენთან

თქვენ გააკეთეთ შესანიშნავი არჩევანი თუ თქვენი შენაძენი აღჭურვილია აკვა-სტოპის სისტემით (დაცვა გაჟონვისგან). ასეთის არ არსებობის შემთხვევაში სიტუაცია ადვილად გამოსწორდება მილების მარტივი შეერთებებითა და ჩამკეტი ონკანის დაყენებით. მთავარია, რომ წყალსარინი უნდა იყოს ცალკე და მასზე უნდა იყოს დაყენებული უხეში გაწმენდის ფილტრი, რომელიც აკავებს ქვიშისა და ჟანგის მსხვილ ფრაქციებს. ჩამკეტი ონკანი ყენდება ფილტრამდე. წყლის მიწოდების შლანგის დაგრძელება არ შეიძლება კუთხვილი შეერთებით; თქვენ მოგიწევთ ახალი შემშვები შლანგის ან ახალი წყალსადენის მილის გამოყენება.

არ არის უმნიშვნელო წყალსადენის მუშა წნევის გათვალისწინება, ის უნდა იყოს 100-1000 პა ფარგლებში, თორემ მანქანის წყლით ავსება იქნება ხანგრძლივი, შემცირდება ზედა და ქვედა უღელების ბრუნვა, რაც გამოიწვევს წყლის ცუდ გაფრქვევას და შესაბამისად ჭურჭლის არადამაკმაყოფილებელ რეცხვას. სხვათა შორის, წყლის მიწოდებისთვისა და დრენაჟისთვის უმჯობესია უფრო საიმედო, ცვეთამედეგი სპილენძის ან პლასტმასის მილები, რომლებსაც შეუძლია საჭირო წნევისა და ტემპერატურის ატანა.

არ გირჩევთ მანქანის შეერთებას ცხელ წყალთან, მაშინაც კი თუ მწარმოებელს გათვალისწინებული აქვს ასეთი შესაძლებლობა. ჩვენს სახლების მილებში მომდინარე წყალი შორს არის იმ იდეალიდან, რომელსაც გულისხმობდნენ ჭურჭლის სარეცხი მანქანის უცხოელი შემქმნელები.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება კანალიზაცისთან

კანალიზაციასთან ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეერთება შეიძლება სიფონის მეშვეობით დამატებითი სარინითა და გადასაშვები სარქველით. კანალიზაციიდან წყალი რომ მანქანაში არ მოხვდეს ჩამოსასხამ შლანგს ვამაგრებთ დაახლოებით ჩადენიდან 60 სმ-ით მაღლა, ხოლო U ფორმის გადაკეცვას ვუერთებთ სიფონს, რათა წყლის გადაღვრა მოხდეს თვითდინებით. ჩამოსასხამი შლანგი მაგრდება სამზარეულო კარადის გვერდით მხარეზე ან უშუალოდ შენობის კედელზე. თუ კი სტანდარტული სიგრძე (1,5 მ) არ არის საკმარისი, შეიძლება მისი მხოლოდ ორმაგად დაგრძელება, სხვა შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს მანქანის წყლის ტუმბო. ერთდროულად სარეცხი და ჭურჭლის სარეცხ მანქანების შეერთების დროს დააყენეთ სპეციალური სიფონი ორი სარინით ან ორივე გადაღვრაზე შექცეული სარქვლები.

მაშ ასე, თქვენ შეართეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალთან, დენთან და მოაწყვეთ წყლის გადაღვრა, ახლა დადგა დრო ჩართოთ ახალი დამხმარე. ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და რეგენერებადი მარილი. ჩართეთ აგრეგატი ჭურჭლის გარეშე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დაადგინოთ შეერთების სისწორე, არის თუ არა სადმე გაჟონვა, რამდენად სწრაფად ხდება წყლის ჩასხმა, გათბობა, გადაღვრა, ასევე საშრობი რეჟიმის შრომისუნარიანობა. თუ ქველაფერი რიგზეა, გილოცავთ თქვენ თავი გაართვით დასახულ ამოცანას!

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მონტაჟის სწორად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცირე შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცეველი შედეგი მაგალითად წყლის გადმოსვლა ან ხანძარი. თუ თქვენ წამით მაიც ეჭვი გეპარებათ თქვენი მოქმედებების კორექტულობაში და დახმარებისთვის ეძებთ კარგ სპეციალისტს, მიმართეთ სერვისს. აქ ნამდვილად არიან სანტექნიკოსები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წუთს შეამოწმონ თქვენი ტექნიკის შეერთება და სამუშაოსთვის მზადყოფნა, გამოასწორონ ხარვეზები ან თავიდან შეაერთონ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

სხვა სერვისები

კარმის ხელოსანი (შეკეთება, მონტაჟი, გაწმენდა) / karmis xelosani (sheketeba, montaji, gawmenda)

კარმის ხელოსანი იმის აღმოჩენა, რომ თქვენი კარმა ან გამათბობელი არ მუშაობს, უსიამოვნო სიურპრიზს იწვევს - მით უმეტეს, თუ ზამთრში ხდება. სამწუხაროდ, ყველა გამათბობელი და კარმა საბოლოოდ უნდა შეიცვალოს, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ გათბობის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, მთელი ახალი სისტემის შეძენის გარეშე. ქვემოთ განხილულია გამათბობლების / კარმის ყველაზე გავრცელებული პრობლემები და ამავდროულად, გამოყოფილია საუკეთესო გამოსწორების გზები, იქნება ეს რემონტი თუ შეცვლა. ამიტომ, მოიმარჯვეთ ყველა საჭირო ხელსაწყო და კარმის ხელოსნის დამხარებით შეაკეთეთ თქვენი კარმა. რამ შეიძლება გამოიწვიოს კარმის მუშაობის შეჩერება ხშირად

სრულად

კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება / Kafelis gakvra da metlaxis dageba

კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება კაფელის გაკვრა და მეტლახის დაგება ქმნის მშვენიერ, გამძლე იატაკს, რომლის გაწმენდა მარტივია. მეტლახის დაგება შეიძლება დიდ სამუშაო ძალისხმებას საჭირეობდეს, თუმცა გამოცდილი და პროფესიონალი ხელოსნის დახმარებით ეს ყოველივე გამარტივდება. თქვენ შეგიძლიათ შეიტყვეთ თუ რა პროცედურებს გადის ხელოსანი იმისათვის რომ კაფელი გააკრას ან/და მეტლახი დააგოს. არსებობის კაფელის გაკვრის და მეტლახის დაგების რამდენიმე მეთოდი. ქვემოთ იხილავთ მარტივი ინსტალაციის პროცესს აბაზანის იატაკისა და ფილის დაგების მაგალითზე. კაფელის

სრულად

სათბურის აწყობა, აშენება / satburis awyoba, asheneba

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო სათბური სათბური აუცილებელია განსაკუთრებით მებაღეებისთვის - ის იდეალურია თესლის დასათესად, მოსავლის ასაღებად, სათუთი მცენარეებისა და სხვადსხვა კულტურის, ჯიშის მცენარეების, ბოსტნეულის, და ა.შ. გასაზრდელად და ასევე სათუთი მცენარეების გამოსაზამთრებლად. სათბურის არჩევისას თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი, რადგან არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერის, მასალის, დანიშნულებისა და ფასის სათბურები, რომლებიც იყიდება როგორც გამზადებული, ან მზადდება თქვენი სურვილისა და გემოვნებისამებრ. სათბურის აწყობა, აშენება მოიცავს დაახლოებით 1 კვირიან მუშაობას (დამოკიდებულია ზომაზე), ამიტომ რეკომენდირებულია მიმართოთ გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსანს, რომ საქმე მოკლე დროში და ხარისხიანად შეასრულოს. სათბური,

სრულად

სარეკლამო ბანერების მონტაჟი შეკეთება / sareklamo banerebis montaji sheketeba

სარეკლამო ბანერები სარეკლამო ბანერები არის ბანერები, რომლებიც უფრო მეტს გვეუბნებიან პროდუქტის, მომსახურების, ბრენდის ან კომპანიის შესახებ. ის გვაძლევს ინფორმაციას ძალიან სისტემურად და შეუძლია აუდიტორიის გლობალური სამიზნე გახდეს. ეს ბანერები პროდუქციის, მომსახურების ან ბრენდის პოპულარიზაციას გამოარჩევს და მის გაყიდვებს დიდ სტიმულს აძლევს. დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ სხვებისგან განსხვავებული და ეს არის ზუსტად ის, რასაც აკეთებენ ეს სარეკლამო ბანერები. სარეკლამო ბანერები აჩვენებენ პროდუქტის, მომსახურების ან ბრენდის რეკლამირებას ძალიან ხაზგასმით, რაც ხალხს აინტერესებს პროდუქტის მიმართ. სარეკლამო

სრულად

დუშკაბინის მონტაჟი შეკეთება / dushkabinis montaji sheketeba

დუშკაბნის მონტაჟი: რა უნდა იცოდეთ დუშკაბინის დაყენებამდე ბევრი მიმართავს ექსპერტებს საშხაპე სადგომი, იგივე დუშკაბინის დასაყენებლად. მაგრამ ბინების მფლობელთა უმრავლესობას შეუძლია გაუმკლავდეს ამას თავად, საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებით, თუმცა რეკომენდირებულია ამგვარი სარემონტო საქმიანობის პროფესიონალისთვის მინდობა. დღეს

სრულად

მეტალის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი / metalis konstruqciebis damzadeba, montaji

ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოება და მონტაჟი მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიზაინის პროცესში, ხელოსანი დაუყოვნებლივ ირჩევს ტექნოლოგიას და ითვლის შეკრების მეთოდებს, ასევე მნიშვნელოვანია სტრუქტურის ზომები და კონფიგურაციები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება მასალის არჩევანი და გამოითვლება სამუშაოს საბოლოო ღირებულება. ფოლადის და მეტალის კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის სერვისების შეკვეთით ერთი სამშენებლო კომპანიისგან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფულს და იღებთ გარანტიას მუშაობის თითოეული ეტაპისთვის. რა არის მეტალის უპირატესობები? მეტალის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22