თბილისის სახელოსნო

ტელევიზორის მონტაჟი / televizoris montaji

ტელევიზორი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავდროულად გასართობი ელექტრონული მოწყობილება, რომელიც სახლის განუყოფელი ინვენტარია, ამიტომაც დიდი ყურადღება უნდა მიანიჭოთ თუ როგორ და სად გადაწყვეტთ ტელევიზორის დამონტაჟებას.

ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს ტელევიზორის ინსტალაცია, თუმცა, მეორე მხრივ თუ შევხედავთ ამ საკითხს, არსებობს უამრავი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სანამ მას დაამონტაჟებდეთ. ქვემოთ განხილულია ყველა ის საჭირო ფაქტორი, რაც უნდა გვახსოვდეს, იმისათვის რომ შეძლოთ ტელევიზორის სწორად დამონტაჟება. ბოლო ნაწილში კი მიმოვიხილავთ დამონტაჟების ეტაპებს და გაცნობებთ დამხმარე ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ ინსტალაცისათვის.

რა უნდა გაითვალისწინოთ ტელევიზორის დამონტაჟებამდე

მანამ სანამ ტელევიზორს დაამონტაჟებდეთ, შეარჩიეთ სასურველი ადგილი, სადაც ტელევიზორს დადგამთ ან კედელზე დაკიდებთ, ამისათვის თქვენ უბრალოდ დაფიქრდება გმართებთ იმის შესახებ თუ ოთახის რომელი წერტილი უფრო მოსახერხებელია თქვენთვის ტელევიზორის ყურებისათვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტელევიზორისა და ფანჯრის სწორად განაწილებას. მაგალითად, თუკი ტელევიზორის ეკრანი იქნება ფანჯრის საპირისპირო მხარეს, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ეკრანი აირეკლავს ფანჯრის სინათლეს, საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ თქვენ ტელევიზორის ეკრანის გამოსახულებას ვერ დაინახავთ.

შემდეგი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა გათვალისწინდეს ტელევიზორის დამონტაჟებამდე, არის მისი სიმაღლის განსაზღვრა, რაც უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ოთახის იმ ნაწილზე, საიდანაც გადაწყვეტთ ტელევიზორის ყურებას. მაგალითად, მარტივად რომ გადაწყვითოთ ეს საკითხი, შეგიძლიათ დადგეთ ოთხაში, გაიხედეთ კედლის იმ კონკრეტული ნაწილისკენ სადაც ტელევიზორის დამონტაჟებას აპირებთ, და წარმოიდგინეთ მოგწონთ თუ არა ამ ადგილზე მისი დაყენება. ტელევიზორის სიმაღლის ზომები და მისი განთავსებაც სწორედ ამგვარი მეთოდით უნდა გადაწყდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის კაბელების განლაგება, რაც ამარტივებს ან ართულებს თავად ტელევიზორის დამონტაჟების პროცესს. თუკი სახლში / ბინაში გაქვთ რემონტი, მაშინ რეკომენდირებულია წინასწარვე მოამზადოთ ადგილი სადაც ტელევიზორს დადგამთ ან/და დაკიდებთ კედელზე, ვინაიდან თქვენ თავიდანვე გექნებათ დაპროექტებული მისი ადგილი და შესაბამისად სწორად განალაგებთ მის კაბელებსაც. ზოგადად, დაკაბელებისთვის დაგჭირდებათ სამი სტანდარტული შტეფცელი, რომელიც ტელევიზორის მონიტორის უკან არის მოთავებული და ასევე ერთი საკაბელოც. ამ კაბელების მეშვეობითშეი შეგიძლიათ ჩართოთ Wi-Fi ადაპტერი, ან/და პლაზმური ტელევიზორი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კაბელების გადანაწილება ისე, რომ დამონტაჟებისს ტელევიზორის უკან მოაქციოთ და გარედან ცუდად არ ჩანდეს. თქვენ შეგიძლიათ კაბელები დამალოთ ტელევიზორის ეკრანის უკან. რეკომენდირებულია კაბელები დაახლოებით 8 - 10 სმ-ის მოშორებით იყოს დამაგრებული ტელევიზორის ქვედა ან თუნდაც ზედა კიდიდან.

ზემოთ ვახსენეთ კაბელების დაპროექტება, თუმცა თუკი რემონტის პროცესში არ ხართ და უბრალოდ ტელევიზორს ამონტაჟებთ, არც ეს არ არის პრობლემა, ვინაიდან, თქვენ მაინც შეძლებთ კაბელების დამალვას, კერძოდ, მათი მოთავსება შესაძლებელია კაბელ-კოლოგში, რომლის მეშვეობითაც ტელევიზორთან მიიყვანთ და იმ ზომაზე დააყენებთ, რომელსაც აარჩევთ თქვენ თავად. ტელევიზორის დამონტაჟებისას რეკომენდირებულია, იატაკიდან დაახლოებით 30 სმ-ის დისტანციაზე დააყენოთ კიდევ დამატებითი დაახლოებით 4 - 5 პორტიანი ე.წ. ,,შტეპცელი”.

რა უნდა იცოდეთ ტელევიზორის კედელზე დამონტაჟებისას

იმ შემთხვევაში თუ აპირებთ, რომ თქვენი ტელევიზორი კედელზე იყოს დამონტაჟებული, ამისათვის პირველ რიგში, საჭიროა შეამოწმოთ ყველა შესაძლო ტექნიკური შესაძლებლობები, რათა ტელევიზორი მყარად იყოს ჩამოკიდებული და არც კედელი დაზიანდეს მისი ზომითა და წონით, და არც თავად ტელევიზორს შეექმნას რაიმე პრობლემა.

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ თაბაშირ-მუყაოს კედელი, მაშინ ტელევიზორის კედელზე დამონტაჟება ნამვდილად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ტელევიზორის მონიტორის ზომასა და სიმძიმეს შესაძლოა თქვენმა თაბაშირ-მუყაოს მასალის კედელმა ვერ გაუძლოს. როგორც წესი, თბაშირ-მუყაოს კედლები, დაახლოებით 30 - 35 კგ-ზე მეტ სიმძიმეს, წონას ვერ უძლებენ, ამიტომაც სჯობს ჯერ დარწმუნდეთ თქვენი კედლის სიმძლავრეში.

რაც შეეხება ბლოკით, ან/და აგურით აშენებულ კედელს, მასზე ტელევიზორის დამონტაჟება სრულიად შესაძლებელია, თუმცა სპეციალური სამაგრების, ე.წ. ,,კრონშტეინების” გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია და რეკომენდირებულიც კი, რომ შეამოწმოთ და დარწმუნდეთ რომ სამაგრი ,,კრონშტეინების” სამონტაჟო ადგილის უკან არ გადიოდეს რაიმე სახის ელექტრო სადენები.

ტელევიზორის სამაგრები ,,კრონშტეინები” ზოგადად ორი ტიპისაა: ერთი არის მყარი ფიქსაციის, ხოლო მეორე კი რეგულირებადი. რეკომენდირებულია, ამ ორი მათგანიდან რეგულირებადი სახის სამაგრს შეარჩევთ, ვინაიდან იგი ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი და სასურველი ვარიანტია, რომელიც საშუალებას იძლევა ტელევიზორის ეკრანი დაარეგულიროთ სასურველი კუთხით; მაგალითად, შეგიძლიათ შეატრიალოთ იმ მიმართულებით, საითაც თავად თქვენ მოისურვებთ.

ტელევიზორის დამონტაჟებისთვის დამხმარე ინსტრუმენტები

მანამ სანამ უშუალოდ ტელევიზორის დამონაჟების დეტალური ნაბიჯების განხილვაზე გადავიდოდეთ, დარწმუნდით რომ გაქვთ შემდეგი სამუშაო ინსტრუმენტები, მაგალითად როგორიცააა ქვემოთ ჩამოთვლილი მექანიზმები (ასევე იხ. ფოტო):

  • მეტალის დეტექტორი;
  • სხვადასხვა საბურღი ლურსმნები;
  • დრელი (დენის საბურღი) - შეგიძლიათ სცადოთ ტელევიზორის დამონტაჟება სახრახნისითაც, მაგრამ გირჩევთ გამოიყენოთ დენის საბურღი ინსტრუმენტი, რომელის გამოყენებაც უფრო მოსახერხებელია და ნაკლებ დროს საჭიროებს;
  • სიმაღლის საზომი - არ ენდოთ თქვენი თვალით ამ ყველაფერს. გამოიყენეთ დონის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი რომ დარწმუნდეთ, თქვენი ახლად დამონტაჟებული ტელევიზორი სწორ სიმაღლეზეა დაინსტალირებული. სიმაღლის საზომი მექანიზმი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ, როგორც ტელევიზორის არასწორი მონტაჟი, ისე კედელზე ზედმეტი ხვრელების გაჩენა.
  • ტელევიზორის დასაკიდი მოწყობილობა - იმისატვის, რომ თქვენი ტელევიზორი კედელზე დააყენოთ, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ე.წ. TV Mount, რომელიც თქვენი ტელევიზორის მოდელის შესაბამისი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზომა ზომაზე შეიძლება არ წავიდეს. ასევე, შეამოწმეთ თქვენი სატელევიზიო სახელმძღვანელო დამონტაჟებისა და გაზომვისთვის და მიიღეთ ტელევიზორის დამონტაჟების უფრო დეტალური ინფორმაცია თქვენი კონკრეტული ფირმის ტელევიზორისათვის.
  • ქაღალდის სკოჩი (სურვილისამებრ) - როდესაც იპოვნეთ თქვენი კედლის საკინძებს, შეგიძლიათ მონიშნეთ ისინი პატარა ქაღალდის სკოჩის, კერძოდ კი “Painters Tape” ტიპის სკოჩით. ეს ბევრად უფრო ადვილი შესამჩნევია კედელზე ნიშნის გასაკეთებლად, ვიდრე ტრადიციულად ფანქრის ნიშანი; ანუ თქვენ აღარ მოგიწევთ წეროთ თქვენს კედელზე.

ტელევიზორის დამონტაჟების რამდენიმე ეტაპი

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტეთ, ტელევიზორის სასურველ პოზიციონირებას, შეგიძლიათ უკვე შეუდგეთ მის დამონტაჟებას. ხედვის კუთხეების სწორად დაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია სურათის საუკეთესო ხარისხის მისაღწევად, ამიტომაც ყურადღებით დააკვირდით და გაითვალისწინეთ თქვენი და თქვენი ტელევიზორის ადგილმდებარეობა. მით უფრო იმიტომ, რომ დამონტაჟების შემდეგ ტელევიზორის ხელახალი გადაადგილება არა მხოლოდ ზედმეტი სამუშაო გახდება, არამედ თქვენს კედელში უსარგებლო ხვრელებსაც დატოვებს.

ყურადღებით გაეცანით და მიჰყევით ქვემით მოცემულ ნაბიჯებს, ტელევიზორის კედელზე დასამონტაჟებლად:

კედელში არსებული საკინძების საპოვნელად გამოიყენეთ მეტალის დეტექტორი. შემოატარეთ ეს ინსტრუმენტი კედელზე ზედაპირულად, სანამ მექანიზმი არ მიუთითებს, რომ იპოვა მეტალუ ან/და ლურსმანი. მას შემდეგ, რაც დეტექტორი აღმოაჩენს მეტალს, მონიშნეთ ის ადგილი “Painters Tape” ტიპის სკოჩით, რათა დაიმახსოვოთ კედლის ეს ნაწილი.

შემდეგ ეტაპზე, მონიშნეთ და დრელით გაბურღეთ სპეციალიზებული საბურღი ლურსმნებით. შემდეგ, მოიმარჯვეთ დონის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი და სამაგრი ინსტრუმენტები (იხ. ფოტო ქვემოთ), მიადეთ კედელზე, სადაც ხვრელი გააკეთეთ, დარწმუნდით რომ სწორად გიჭირავთ და შემდეგ მიამაგრეთ ლურსმნებით კედელზე. შეგიძლიათ ამ შემთხვევაში გამოიყენოთ ფანქარი, დაადეთ მსუბუქი ნიშნები ხვრელებს და შემდგომ მიამაგრეთ სამაგრი ინსტრუმენტები ბურღზე.

სამაგრი ინსტრუმენტები / Mounting bracket.

შემდგომ ეტაპზე, მიამაგრეთ ტელევიზორის საყრდენი ფირფიტა კედელზე. სხვაგვარად “TV Mounting Plate” ჰქვია, რომელიც კედელზე უნდა მიმაგრდეს ხრახნების დახმარებით.

ტელევიზორის საყრდენი ფირფიტა / TV Mounting Plate.

გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორის უკანა ნაწილზე უნდა მიამაგროთ სამაგრი სამონტაჟო ფირფიტა. იგი ზოგჯერ დაფარულია პლასტმასის საშუალებებით, ან მათში ხრახნები უკვეა განთავსებული. თუ ეს ასეა, მაშინ ამოიღეთ ისინი, შემდეგ მიამაგრეთ საყრდენი ფირფიტა ტელევიზორის უკანა ნაწილში, თავისივე დართული აპარატურით. დაამონტაჟეთ თქვენი ტელევიზორი კედელზე. დამონტაჟების შემდეგ, ასწიეთ ტელევიზორი ფრთხილად მიამაგრეთ სამონტაჟო ფირფიტა მასზე, შემდეგ კედელზე და დააკავშირეთ ისინი ტელევიზორის მოდელის მწარმოებლის მითითებების შესაბამისად (ვინაიდან თითოეული მოდელი საჭიროებს სპეციფიკურ პროცედურებს).

სხვა სერვისები

კარმის ხელოსანი (შეკეთება, მონტაჟი, გაწმენდა) / karmis xelosani (sheketeba, montaji, gawmenda)

კარმის ხელოსანი იმის აღმოჩენა, რომ თქვენი კარმა ან გამათბობელი არ მუშაობს, უსიამოვნო სიურპრიზს იწვევს - მით უმეტეს, თუ ზამთრში ხდება. სამწუხაროდ, ყველა გამათბობელი და კარმა საბოლოოდ უნდა შეიცვალოს, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ გათბობის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, მთელი ახალი სისტემის შეძენის გარეშე. ქვემოთ განხილულია გამათბობლების / კარმის ყველაზე გავრცელებული პრობლემები და ამავდროულად, გამოყოფილია საუკეთესო გამოსწორების გზები, იქნება ეს რემონტი თუ შეცვლა. ამიტომ, მოიმარჯვეთ ყველა საჭირო ხელსაწყო და კარმის ხელოსნის დამხარებით შეაკეთეთ თქვენი კარმა. რამ შეიძლება გამოიწვიოს კარმის მუშაობის შეჩერება ხშირად

სრულად

ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟი / Centraluri gatbobis qvabis montaji

ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟი ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სასურველი საშუალებაა სახლში სრული კომფორტის შესაქმნელად, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს სითბოსა და ცხელი წყლის მუდმივ მოწოდებას თქვენი სახლის ნებისმიერ წერტილში. ცენტრალური გათბობის ქვაბის დამონტაჟებამდე შეარჩიეთ სასურველი ტიპის ქვაბი ცენტრალური

სრულად

გიფსო კარდონის ჭერის გაკეთება / Gifso kardonis cheris gaketeba

გიფსო კარდონის ჭერის გაკეთება გიფსო კარდონის ჭერის გაკეთება თაბაშირ-მუყაოს, იგივე გიფსო კარდონის ჭერი გაკეთება მიანდეთ გამოცდილ ხელოსანს, რომელიც მოკლე დროში ხარისხიანად გააკეთებს ჭერს, ხარვეზების გარეშე. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცანოთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროცესებს გადის ხელოსანი გიფსო კარდონის ჭერის გასაკეთებლად, როგორ ზომავს, საიდან იწყებს მუშაობს და რა ხელსაწყოებს იყენებს, რომელი მასალებია საჭირო ამ პროცედურისთვის და ა.შ. შესაძლებელია

სრულად

მალიარი შეღებვა / maliari shegebva

პროფესიონალი და გამოცდილი მალიარი გთავაზობთ არა მხოლოდ შეღებვას, არამედ შპალერის გაკვრას, კაფელის გაკვრას, მეტლახის დაგებას, სრულ შიდა და გარე სარემონტო მომსახურებას, როგორც საკუთარი მასალებით ისე თქვენს მიერ მომარაგებული მასალებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. თუ

სრულად

ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანი / franguli gasachimi cheris xelosani

თანამედროვე გასაჭიმი ჭერი წარმოადგენს ე.წ. “ჩამოვარდნილ” ჭერის სისტემას, რომელიც შედგება PVC თხელი ფენის ან არა-PVC (პოლიესტერი) ქსოვილისგან, რომელიც გადაჭიმულია და იჭრება სპეციალურ პლასტმასის ან ალუმინის ნაწილად, რომელიც დამონტაჟებულია პირველად (სტრუქტურული) ჭერზე ან კედლებზე. დღესდღეობით სამშენებლო მასალების ბაზარი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ჭერის მასალის ვარიანტს და იმის გარკვევა, რომელი ჯობია არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ შევაგროვოთ პროფესიონალური ინტერიერის დიზაინერების ყველა რჩევა ფრანგული გასაჭიმი ჭერის შესახებ, რომლებმაც უკეთ იციდა ან ამ ტიპის ჭერის ყოველდღიური მუშაობისა და პრაქტიკის უპირატესობა და ნაკლი. როგორ დავაყენოთ გასაჭიმი ჭერი ჩვენ

სრულად

ციკლოვკა, ციკლოვკის ხელოსანი (იატაკის მოხვეწა) / ciklovka, ciklovkis xelosani (iatakis moxvewa)

იატაკის მოხვეწა ზოგადი მიმოხილვა დღესდღეობით, საკმაოდ აქტუალურია ისეთი სარემონტო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ბუნებრივი მასალები, მაგალითად: ხის იატაკი. მართლაც, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ტრადიციოული და თანაც ბუნებრივი, ვიდრე ხის იატაკი? არ აქვს მნიშვნელობა ხის ფიცარია თუ პარკეტი, თითქმის ნებისმიეი ტიპის ინტერიერს კარგად ერგება ხის მასალით გაკეთებული ავეჯი, კედელი, და მათ შორის იატაკი. ამის გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გამარტივდა უკვე მოძველებული და შესაძლოა დაზიანებული ხის იატაკის განახლება, რასაც იატაკის მოხვეწა ჰქვია, იგივე ციკლოვკა. იატაკის

სრულად
დარეკვა
ტელ: (032) 2 110-111
596 50 11 22